• 31/07/2013
    სოციალური საწარმო „რეას ციყვები“


    თბილისი. ქალთა კავშირმა „რეა" 30 ივლისს მოაწყო სოციალური საწარმო - კაფე-გალერეა „რეას ციყვების" პრეზენტაცია, რომელიც თბილისში, ჭონქაძის ქუჩა 29-შია განთავსებული. კაფეში თბილისის საინტეგრაციო ცენტრის რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა და აგრეთვე, მათი მშობლებიც იქნებიან დასაქმებული, აქვე იქნება გამოფენილი ამ ახალგაზრდების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის სოციალური საწარმო პირველად იხსნება დედაქალაქში და მისი ბიზნეს გეგმის შემუშავებაში ორგანიზაციას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა.
    წყარო: სოციალურ მეწარმეთა ცენტრი
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org